"მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“ უკვე რვა ქვეყანას მოიცავს და უკრაინა მის გაფართოებაზე მუშაობს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა.
"ჩვენ ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის გაფართოებაზე", - განაცხადა ერმაკმა უკრაინული მედიის ცნობით.
უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, რათა საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის ჩამოყალიბება ოფიციალურად, რამშტეინის ფორმატში დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე, ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდეს.